მე არაფერი მითქვამს იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართულ ეკლესიაში. ეს არის იგივე, რასაც ადრე ვამბობდი, რომ არის სურვილი ზოგიერთი წრეებიდან, რომ მომნათლონ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერად, ათეისტად... ის ადამიანები, რომებიც დადიან პატრიარქთან სურათებისთვის, დადიან ზიარებაზე სურათებისთვის და ხმარობენ ამ ყველაფერს პიარისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში და ქცევაში.
მე სულ მჯეროდა და მჯერა და ვთქვი იმ კითხვაზე პასუხად, არის თუ არა ქართული ეკლესია პრორუსული. პასუხი იყო, რომ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ, როგორც იყო, იქნება პროდასავლური, პროევროპული. რადგან ქართულმა ეკლესიამ შეინარჩუნა კი არა, დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში ისტორიის ყველა ეტაპზე.
უნდა დასრულდეს ეს რაღაც ინტერპრეტაციები, რომ უტრიალებენ ხალხს რაღაც თავიანთ ვითომ შეურაცხყოფას, რომ როგორ შეიძლება ამის თქმა. არაფერი არ მითქვამს. მე არ შემიძლია რომ გავჩუმდე იმაზე, რომ არის ყველა კუთხიდან დისკრედიტაციის მუდმივი მცდელობა. ამავე დროს, სულ მიდის საუბარი, რომ პრეზიდენტი არავინაა, არანაირი როლი არ აქვს, არაფერს ამბობს პარლამენტში გამოსვლის დროს... თუ ასეა, რა საჭიროა ასეთ დისკრედიტაცია, სადაც ყოველდღიურად ჩემი სახელი სიმის სხვადასხვა ბრალდებებით.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.