ზურაბიშვილი სომხეთში ტრანზიტის შეფერხებაზე: საქართველო არ უნდა იყოს ზეწოლის არხი

სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას საქართველო-სომხეთის შორის. საქართველო უნდა იყოს ნამდვილი პარტნიორი და არა ზეწოლის არხი. ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს ნდობას და რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს ახლავე უნდა შეწყდეს.

წერს X-ზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. გუშინ, 15 ივლისს OC Media-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთში სატრანსპორტო დანიშნულებით ფართოდ გამოყენებული თხევადი გაზის (LNG) ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა.