ზურაბიშვილი: შსს-დან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს რეპრესიული აპარატის ნგრევის ნიშანია

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანმდებობაზე არ უნდა იყოთ თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ.

წერს სალომე ზურაბიშვილი შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსზე, გიორგი გაბეხაძეზე, რომელმაც შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა დატოვა.

***

"ღღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან" — წერს გიორგი გაბეხაძე სოციალურ ქსელში.