ზურაბიშვილი: სახელმწიფომ არ ისწავლა, რომ მისი პირველი მოვალეობა მოქალაქეების უსაფრთხოებაა

ზურაბიშვილი: სახელმწიფომ არ ისწავლა, რომ მისი პირველი მოვალეობა მოქალაქეების უსაფრთხოებაა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში ქარულლ დიასპორასთან შეხვედრისას ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში ორი მცირეწლოვანის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ჯერ არ ისწავლა, რომ მისი უპირველესი მოვალეობა, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაა.

"მინდა ყველას გთხოვოთ, დავიცვათ წუთიერი დუმილი იმ ორი ბავშვისთვის, რომლებიც დაიღუპნენ ბათუმში.. ჩვენმა სახელმწიფომ ჯერ არ ისწავლა, რომ მისი პირველი მოვალეობაა, უზრუნველყოს უსაფრთხოება თითოეული მოქალაქისთვის"- თქვა ზურაბიშვილმა.