საქართველოსთვის [ევროპული] გზის გაგრძელებაში, ევროპულ ოჯახში ხელახლა, სრულფასოვან წევრად ინტეგრაციაში, ამ ჰორიზონტამდე სიარულში, რომ ეს რეალობა გახდეს, გარდაიქმნას ქვეყანა და იყოს არა პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა, როგორც უყვართ ხოლმე თქმა ჯერ კიდევ ზოგიერთ გამოცემაში, არამედ რეალური ევროპული წევრი, ამ ყველაფრისთვის ერთი უზარმაზარი გამოწვევაა - რუსეთი.
რუსეთია, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. კი, ვიცით, გამოცდილება გვაქვს და ბევრი რამის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა, რას ნიშნავს შენთან ისევ და ისევ ხდებოდეს რუსეთის სხვადასხვა ფორმებისა და რეჟიმების შემოჭრა, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია.
ამ [ევროპულ] გზის გასაგრძელებაში საქართველოს დახმარების სხვა საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში, უკრაინას არ დავეხმარებით. და ეს არის ყველა ევროპელის, ყველა დასავლელი პარტნიორის საერთო მცდელობები, და რა თქმა უნდა, მათ შორის ამერიკელების. ეს არის მთავარი მიზანი ყველასთვის, ვინაიდან, თუ რუსეთი არ აღიარებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო ერთი ერი, სხვა ერების საერთაშორისო საზოგადოებაში, თუ გააგრძელებს იმის ფიქრს, რომ გაფართოება შეუძლია როდესაც რამე სისუსტეს იგრძნობს, ან თუნდაც არ იგრძნოს და უბრალოდ გაფართოებას მოისურვებს, ვინაიდან, ეს მის ღრმა ბუნებაშია, მაშინ სტაბილურობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება. და ძალიან რთული იქნება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, როგორიც მოლდოვაა, როგორიც უკრაინაა, გააგრძელოს ეს გზა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ, მაგრამ პირველ რიგში, მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.
[...] ერთადერთი გზა, რომ რუსეთი შეიცვალოს, მისი უკრაინაში დამარცხებაა.
განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში Chantham House-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.