ზურაბიშვილი: ყველას ვუსურვებ ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც პოლიცია ადამიანებს დაიცავს

31 მაისი პოლიციელის დღეა!

ქართულ პოლიციას ვულოცავ დღევანდელ დღეს, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები. მათ რიგებში არიან ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ ამ ქვეყნისათვის.

მინდა ყველას ვუსურვო ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ქართული პოლიცია ადამიანების და მოქალაქეების დასაცავად თავის მოვალეობას ასრულებს, იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ეს დღე მოვა!

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.