ზურაბიშვილი: პირადი მოკლევადიანი ინტერესებისგან გავთავისუფლდეთ, დავდგეთ ქვეყნის მხარეს

ზურაბიშვილი: პირადი მოკლევადიანი ინტერესებისგან გავთავისუფლდეთ, დავდგეთ ქვეყნის მხარეს

პრეზიდენტი სალოომე ზურაბიშვილი აშშ-სგან სამთვიანი დაფინანსების სამთვიან შეჩერებასა და ამ გადაწყვეტილებაზე ქართული ოცნების ლიდერების კომენტარებს გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის თქმით, "არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას, შშმ პირების დაცულობას ან კიდევ შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, არც ჯარის გაძლიერებას".

"ე.წ. დახმარება შეიძლება შეუჩერონ მაგრამ, რა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას ამ გრანტებისგან, გაზულუქებული ენჯეოშნიკების მეტი? » ეს კითხვა, რომელსაც ავრცელებენ მესიჯბოქსებით, ავლენს მისი ავტორებისგან არა მხოლოდ უვიცობას, არამედ უმადურობას და მომავალზე დაუფიქრებლობას.

მომავალი თაობის თავისუფლებაზე რომ არ ფიქრობთ და დიქტატურას უმზადებთ ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ მათ მომავალ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დაცულობაზე და განვითარებაზეც ხელს რომ იღებთ თქვენი დღევანდელი კეთილდღეობის გულისთვის, ამაზე რა პასუხია? არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას, შშმ პირების დაცულობას ან კიდევ შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, არც ჯარის გაძლიერებას, ან პოლიციის სტანდარტების ამაღლებას, ან სოფლის მეურნეობის განვითარებას, არც… არც…

მიკვირს კი ამ თვით გამოცხადებულ პატრიოტების ასეთი აღტაცება ამ არაბეთის ახალ ზღაპრით და სასწაულ გარიგებით - როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა, ქვეყნის ინტერესების ასე გაფლანგვა, მასიურად უცხოელების არა სტუმრად, არამედ მდგმურად და ხვალ პატრონად შემოყვანა (აბა სხვა ვინ იცხოვრებს ან უკვე ცხოვრობს ამ 2000/3000$ კმ-იან ბათუმის და თბილისის ცათამბჯენებში?) როდისღა გვიხაროდა ასე სახელმწიფოს დაცემა, უხერხემლო არსებად ქცევა?", - წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საკითხი პოლიტიკურ არჩევანს არ ეხება და ეს გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება არ არის ნაც-ქოცების შორის.

"გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის. საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს, ეს არ არის როგორც უნდათ წარმოგვიდგინონ გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება ნაც-ქოცების შორის. სხვა ამოცანა გვიდგას ჩვენს წინაშე: ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, წარსული და მომავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი ინტერესები, და დავემონოთ ერთსულოვან მეზობელს და იმათ ვისაც ეს ერთი პატრონი შემოუშვებს რათა ქართული სული, ენერგია და ჟინი ვერ აღდგეს!

ან დავუდგეთ. წინ, პროპაგანდისგან, პირად მოკლევადიან ინტერესებისგან, კონფორმიზმისგან განვთავისუფლდეთ და დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი!", - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.