ზურაბიშვილი ოცნებაზე: აიყვანეს ლობისტები, იხადეს თანხები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ ტრამპთან

საქართველო იზოლირებული ევროკავშირისგან და ამერიკისგან არის მიუღებელი ოცნების მომხრეების ძალიან დიდი ნაწილისთვის, ვისაც შეიძლება ჯერ კიდევ აჯერებენ, რომ შეიძლება სააკაშვილის და ნაციონალური პარტია დაბრუნდეს და ამის ეშინიათ, მაგრამ კიდევ უფრო ეშინიათ იზოლაციის და რუსეთთან პირისპირ დარჩენის. ეს მგონი, ძალიან ცოტას თუ უნდა საქართველოში, ამაში ვარ მე ღრმად დარწმუნებული.

ამიტომ ატყუებდა აქამდე ბიძინა ივანიშვილი და მესვეურები, რომ აი დავალაგებთ, დავალაგებთ - ისიც ვიცით, რომ აიყვანეს ვიღაც ლობისტები, იხადეს რაღაც თანხები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ არც ტრამპთან, არც რუბიოსთან, კონგრესთან ხომ საერთოდ არა, რადგან MEGOBARI Act-ის მიღება ვნახეთ და ახლა ალბათ სენატშიც იმავეს ვიხილავთ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამათ არ აქვთ უნარი, რომ რამე დაალაგონ ვინმესთან.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში ხალხთან ერთად.