Guardian: ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დაგეგმონ

Guardian: ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დაგეგმონ

Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სურს, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე გაიმართოს.

გამოცემის ცნობით, ტრამპი მოლაპარაკებებში უკანა ფლანგზე ინაცვლებს და თვლის, რომ უკრაინის ომის დასრულების შემდეგი ეტაპი ორი ლიდერის ორმხრივი შეხვედრაა.

წყაროს მიხედვით, ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ თავად სამმხრივ შეხვედრას მხოლოდ მაშინ უმასპინძლებს, როცა პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს წინასწარ შეხვდებიან.