ზურაბიშვილი: მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი... რეჟიმი თქვენს წინაშე გაშიშვლდა

მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი…

რეჟიმი თქვენს წინაშე სრულიად გაშიშვლდა. და გაშიშვლდნენ ის ადამიანები, ვისაც ამის გამართლებაც შეუძლიათ და არც რცხვენიათ. ვინც ვერ ბედავს ელემენტარული თანაგრძნობის გამოხატვას..

და ვისაც დღეს შეუძლია ეს უსამართლობა არ შეიმჩნიოს. არ შეიმჩნიოს, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს უსასტიკეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს.

მაგრამ საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს, მზია და ნინო გამარჯვებულნი არიან და რეჟიმი კი უსუსური.

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.