ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ძალიან მარტივია. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ საჩქაროდ შემოიტანონ ის [სანქცირებულთა] სიები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, რომლებიც აწესებენ, ვინ არიან სანქცირებული პირები და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ ყველა საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია. ეს არის მინიმალური დაცვა ამ ქვეყნის.
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გუშინ, 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდის და ქორწილში იმყოფებოდა დასავლეთის მიერ სანქცირებული ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი.
დღეს ყვარლის ტბის მიმდებარედ აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა.