აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-ამერიკის მეგობრობის მარში მიმდინარეობს.
მარშს X-ზე პოსტით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
"სანამ თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ვესწრები ინაუგურაციის ცერემონიას, ქართველები ამერიკელი მეგობრების სოლიდარობის ნიშნად მარშს მართავენ. პრეზიდენტო ტრამპო, ამერიკის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთბს იმავეს?“, - წერს ის.
While I am attending in the name of the freedom loving Georgia the #inauguration ceremony, Georgians are marching in solidarity with their American friends. @realDonaldTrump. How many of US partners countries do the same? pic.twitter.com/BnyTPIxVOm
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 20, 2025