
დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები, სრულიად უსამართლოდ, ციხეში არიან, ხოლო მათი მშობლები აქ დგანან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში უსამართლობა სუფევს? რატომ ვზეიმობთ როცა დღითიდღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას? რატომ ვზეიმობთ, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი? რატომ ვზეიმობთ? - ეს კითხვა ყველას გვაქვს. ჩემი პასუხია - ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ - იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველომ ყველაფერს გაუძლო მოვიდა დღემდე. უკვე გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 1918 წლის მერე საქართველომ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაიბრუნა. გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 70 წლიანი ოკუპაციისა და ქვეყნის იდენტობის გაქრობის მცდელობის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს. იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ რეფერენდუმზე ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა აღგვედგინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე 2 წელია, რაც დგას საქართველო ქუჩაში და იდგა ყოველ ჯერზე, როცა მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო - იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი, დგას დღეს უკვე 6 თვეა, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა ჩვენი ევროპული გზა შეეწყვიტა. დგას საქართველო და ამიტომაცაა გამარჯვებული.
გამარჯვებული არის 1 ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია - ის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსებაა. [საქართველო] გამარჯვებულია იმიტომ რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა. იმიტომ, რომ არც ერთმა მშობელმა თავისი შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები. ამიტომ ვართ გამარჯვებულები უკვე და ამიტომ გვაქვს უფლება ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი.
თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე.