პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნება რუსული ოცნებაა და მმართველი პარტიის პოლიტიკა კრემლისგან არის ნაკარნახევი. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, ქართული ოცნების ტოტალური ცვლილება რუსეთის ზეწოლის შედეგადაა გამოწვეული.
"უკრაინის ომის შემდეგ, მათი [ქართული ოცნება] ტოტალური ცვლილება არის გამოწვეული იმით, რომ ეს იყო პროცესი რუსეთის ზეწოლის, რომელიც გაიზარდა, გაიზარდა და გაიზარდა.
მე ძალიან დიდხანს თავს ვიკავებდი ბევრ რამეზე. იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი როცა კვალიფიკაციას აძლევს ქვეყნის მთავრობას, მაგალითად, ეს იყო რუსობა, არარუსობა, პრორუსული არის, არ არის პრორუსული, მრავალკერ მკითხეს უცხოეთში და ყოველთვის თავს ვიკავებდი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, გადაუჭრა ქვეყანას თავისი გზა. ახლა ჩვენ ვართ ისეთ გზაჯვარედინზე და ისეთ ან, ან სიტუაციაში, რომ პრეზიდენტს რაც მოეთხოვება - ნეიტრალურობა, შენარჩუნება სიფრთხილის და სახელმწიფოზე ფიქრი, ეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და არის ევროპის გზის გადარჩენა. ქართული ოცნება რუსული ოცნებაა", - ამბობს ზურაბიშვილი.