ზურაბიშვილი: გუშინ იყო სასამართლო სრულად უდანაშაულო ადამიანების, ეს მოსამართლემაც იცის

რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით კიდევ ერთხელ შემოიტანოს დაპირისპირება. დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. ორი მხარე არ არსებობს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იცავენ ამ რეჟიმს და ამ რეჟიმის დაცვის გულისთვის რაღაც უსასტიკეს ზომებზე მიდიან.

გუშინ იყო სასამართლო, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან და ეს იცის მოსამართლემაც, რომელიც იქ იჯდა. იცის, რომ იქ ჯგუფური ძალადობა და არანაირი დანაშაული არ ყოფილა.

განაცხადა მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ის 10 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, სადაც მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძემ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 მოქალაქე პატიმრობაში დატოვა.

მათ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.