ზურაბიშვილი: გადავედით რეჟიმში, რომელიც თავის მოქალაქეებზე ტერორს აწარმოებს

ქვეყანაში არა მხოლოდ ადამიანის უფლებების შეზღუდვა დაიწყო, არამედ ჩვენ გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს თავის ახალგაზრდებზე, მოქალაქეებზე, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე. რომელიც არ ერიდება იმას, რომ წამებაც გამოიყენოს - ეს სხვა სიტყვებით და მოკლედ აღწერილი რუსული რეჟიმია. ამ ქმედებებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია.

ამ დღეებში 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომდგენლებს , სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. აქედან ერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, ამის შემდეგ ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ვერცერთი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი ვერ იტყვის, რომ არაფერი იცოდა. ყველამ ყველაფერი იცის. ეს ჩემი მოვალეობა იყო.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის დაჯილდოების ცერემონიალზე.