ზურაბიშვილი: ეს რევოლუცია არ არის, ძალიან მშვიდობიანი მოსახლეობა გვყავს

ეს რევოლუცია არ არის. ძალიან მშვიდობიანი მოსახლეობა გვყავს, რომელიც იაზრებს, რომ ჩვენ იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვართ, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ რევოლუციურ გზას მივყვეთ. ასე, რომ თქვენს კითხვაზე - როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა - პასუხია წინააღმდეგობით. ეს არის ალბათ ხალხის სწრაფვაც. ჩემი როლი გახლავთ ის, რომ კონსოლიდირება შევძლო არსებული პოლიტიკური პარტიებისა და არამხოლოდ არსებული პარტიების, რადგან ცხადია, რომ ქუჩის პროტესტი გახლავთ პროცესში ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის საშუალება.

რეჟიმი ამასთან ვერაფერს გახდება, რადგან არ გვყავს ერთი ორგანიზატორიც კი. მათ ძალიან უნდათ, რომ ერთ ან ორი პარტიის მიერ იყოს ორგანიზებული ქუჩის პროტესტი და თქვან, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა, ჩვენ მათ ყველას დავიჭერთ და ამით დამთავრდება. ეს არის გაფანტული, გადანაწილებული, შემოქმედებითი პროტესტი და მეც არ გახლავართ ორგანიზატორი, მე ვარ მხარდამჭერი.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პანელურ დისკუსიის ფარგლებში, საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე საუბრისას.