ზურაბიშვილი: დემონსტრანტებისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო

ზურაბიშვილი: დემონსტრანტებისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, X-ზე Ezz Gaber-ის ფოტო გამოაქვეყნა და ახალი წლის ღამეს თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ზურაბიშვილის თქმით, დემონსტრანტებისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო.

"საქართველოში პროტესტის 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის იყო სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე. ერთად აღვნიშნავთ (ქართულ სტილში კილომეტრზე გრძელი მაგიდის გარშემო) 2025-ს, როგორც არჩევნების წელს. თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“ — დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე და Ezz Gaber-ის ფოტო გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილმა X-ზე ასევე დაპოსტა მისალოცი ტექსტი ემიგრანტებისთვის: „ყველა ქართველს ვინც ახალ წელს სამშობლოში ვერ შეხვდა, მინდა გისურვოთ ბედნიერი 2025 წელი. იყოს ეს წელი თქვენს ოჯახში და ჩვენ ქვეყნისათვის ბედნიერების, თავისუფლებისა და გამარჯვების წელი! არ დავთმობთ ჩვენს მომავალს!“,- წერს ზურაბიშვილი.