ზურაბიშვილი: 25 თებერვალი რუსული ოკუპაციის სიმბოლოა, ხვალ ყველა რუსთაველზე უნდა ვიდგეთ

ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში. ეს დღე გახდა ერთგვარი სიმბოლო რუსული ოკუპაციისა. ამიტომ, ხვალ, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ - არა რუსულ ოკუპაციას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ, 9 საათზე.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.