ზურაბიშვილი: 10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, პატივს მივაგებთ ღირსების მტკიცე ათწლეულს

პატივს მივაგებთ თავისუფლებისა და ღირსების მტკიცე ათწლეულს. 2023 წელს 10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, რომელიც უკრაინის საზღვრებს სცდება, ქმნის ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპულ ოჯახში ერთიანდებიან

წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი Twitter). დღეს ევრომაიდნიდან 10 წელი გავიდა. 21 ნოემბერი უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღეა.