ზურა ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ზურა ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ზურა ჯაფარიძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ის მზადაა, სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხონ.

დღეს მოწმის სახით გამოკითხვაზე ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. ჯაფარიძის მსგავსად, ხაზარაძეც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას ითხოვს.