ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ევროსაბჭოს გენმდივანთან შეხვედრაზე არ მიდიან

ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ევროსაბჭოს გენმდივანთან შეხვედრაზე არ მიდიან

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან შეხვედრაზე არ მიდიან. ამის შესახებ ხოშტარიამ და ჯაფარიძემ Facebook-ზე თავად დაწერეს.

თბილისში ვიზიტით მყოფი ალენ ბერსე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ ნებისნიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც საქართველოში ჩამოდის, უნდა ნახულობდეს აქციაზე მყოფ ხალხს და პოლიტპატიმრებს.

"დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:

ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს

ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს

გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს

მითუმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები მითუმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი მითუმეტეს თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება პ.ს. ვიცი. რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ"- წერს ჯაფარიძე.

ელენე ხოშტარიას თქმით, პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია.

"გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.

1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს

2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა.

პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია"- წერს ხოშტარია.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ბერსე გუშინ შეხვდა დე ფაქტო პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, ოლიგარქ ივანიშვილს, ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ომბუდსმენ ლევან იოსელიანს.