ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე მარიამ სიჭინავა დააკავეს

ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე მარიამ სიჭინავა დააკავეს

ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე აქტივისტი მარიამ სიჭინავა პიროტექნიკის გამოყენების დროს დააკავეს. ადგილზე ვითარება დაძაბული იყო.

ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე იმყოფება კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარიაც. "

კომიკური ვითარებაა, პარტიამ დაავალა, რომ ფეიერვერკი არ შეიძლება, ოღონდ აბსურდია... ესენი არიან სასაცილოები, დაგეშილი ჯგუფი პოლიციელების, ჰგონიათ, რომ მოერევიან. მარიამ სიჭინავა რამდენჯერაც არ უნდა დააკავონ, შუშანა მაცაბერიძე რამდენჯერაც არ უნდა დააკავონ, ის 54 ადამიანი, რომლებიც დაკავებულია, რამდენჯერაც არ უნდა დააკავონ, ისინი იქნებიან მართლები, ძლიერები და ესენი იქნებიან მხდალები და სუსტები. ამათ მოვიგებთ აუცილებლად" - თქვა ხოშტარიამ.