ზოგიერთი მიმართულების ბაკალავრიატი შესაძლებელია 3-წლიანი გახდეს, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი

ზოგიერთი მიმართულების ბაკალავრიატი შესაძლებელია 3-წლიანი გახდეს, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი

განათლების მინისტრის ბრძანებით, უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ზოგიერთი მიმართულების ბაკალავრი 3-წლიანი გახადონ, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი გახადონ.

ბრძანების თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ხოლო მაგისტრატურის პროგრამა - არანაკლებ 60-ს. ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.

მინისტრ გიორგი ამილახვრის ახალი ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.