ჰიპერი ოცნებას: შეწყვიტეთ თავდასხმები ელჩზე, რომელიც თავის საქმეს აკეთებს

ევროკავშირის ელჩს აქვს ჩვენი სრული ნდობა. მისი სიტყვები ასახავს ევროკავშირისა და საქართველოს რეალობას. ასე რომ ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ - შეწყვიტოს თავდასხმები ელჩზე, რომელიც თავის საქმეს აკეთებს.

სამწუხაროდ, რასაც ქართული მხრიდან ვხედავთ, არის დეზინფორმაციის მასობრივი გავრცელება. ეს თავდასხმა კი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის დამახინჯება იმის, რაც სინამდვილეში ადგილზე ხდება - რეპრესიები და ძალადობა უდანაშაულო დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ამიტომ შესაბამისობაშია ჩვენი ქმედებები ხელისუფლების ქმედებებთან.

ეს იწყება პოლიტიკურ დონეზე ჩვენი ყველა კონტაქტის დონის აბსოლუტური დაწევით და ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების რადიკალური შემცირებით, მაშინ როდესაც ვინარჩუნებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

ამბობს ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ქართული ოცნების წევრების მხრიდან საქართველოში ევროკავშირისა და გერმანიის ელჩების მიმართ თავდასხმაზე.