
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთს აგრესორი უწოდა.
"ამ კვირაში ორივე ქვეყნიდან 8 000 ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთიდან კიდევ რამდენიმე, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ", - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან რუსეთისა და უკრაინის დანაკარგებზე საუბრისას.
მედია წერს, რომ ამ განცხადებით კიდევ უფრო ნათელი ხდება ტრამპის პოზიციის გამკაცრება მოსკოვის მიმართ.