ზელენსკი: რუსეთის მიერ გამოყენებულ შაჰედის დრონებში სანქცირებული კომპონენტებია

ზელენსკი: რუსეთის მიერ გამოყენებულ შაჰედის დრონებში სანქცირებული კომპონენტებია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს, რომ ყოველი შაჰედის დრონი და საავიაციო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით არის მიწოდებული.

"გასული კვირის განმავლობაში, რუსეთმა ჩვენს ხალხზე ასობით თავდასხმა განახორციელა სხვადასხვა ტიპის იარაღით: დაახლოებით 1,200 მართვადი საავიაციო ბომბით, თითქმის 870 საბრძოლო დრონით და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტით.

რუსეთის მიერ გამოყენებულ ყოველ შაჰედის დრონსა და საავიაციო ბომბში არის სანქციების გვერდის ავლით მიწოდებული კომპონენტები. ამ შეიარაღებაში 82,000-ზე მეტი უცხოური კომპონენტია.

ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს: საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, ჩვენი თავდაცვის წარმოებაში ინვესტიციები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება.

ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ სამართლიან მშვიდობას მივუახლოვდეთ და უზრუნველვყოთ საიმედო უსაფრთხოების გარანტიები" - წერს ზელენსკი.