ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ზალუჟნი? ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა, ხელმძღვანელობის შეცვლა და არ მხოლოდ სამხედრო [ხელმძღვანელობის]... გადატვირთვა, ახალი დასაწყისი ნამდვილად საჭიროა", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ როდესაც გადატვირთვაზე საუბრობს, გულისხმობს მთავრობის ლიდერების მთელი რიგის როტაციას და არა მხოლოდ ერთ სექტორში.

"ეს ეხება ერთზე მეტ ადამიანს და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებებს", - ამბობს ის.