ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს საკითხი დგება თითქმის ყოველ შეხვედრაზე, მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებებზე. იქნება მეტი სისტემა, ცის უფრო ძლიერი დაცვა. მოახლოებული დღესასწაულების ფონზე გაგრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა დახმარების მისაღებად. ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა, შესაძლოა, შენელდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა პარტნიორთან, რომლებსაც შეუძლიათ ახლა დაგვეხმარონ და მომავალში მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.