მორიგი ტერორისტული თავდასხმა საცხოვრებელ უბნებზე. რიგით სამოქალაქო შენობებზე დარტყმა S-300 ტიპის რაკეტებით მიიტანეს. ნანგრევების ქვეშ ხალხია. ყველაფერს ვაკეთებთ მათ გადასარჩენად. ვუსამძიმრებ მათ, ვინც ახლობლები დაკარგა. უკრაინული მიწის ყოველი მეტრი ოკუპანტისთვის უნდა ნიშნავდეს ამ ომში რუსეთის გარდაუვალ დამარცხებას. იმას, რომ მტრისთვის უკრაინის მიწაზე ვერანაირი პერსპექტივა ვერ იქნება. დღეს შეხვედრა მქონდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინისა და NATO-ს პოტენციალის გარდაუვალ გაერთიანებაზეც. აშკარაა, რომ უკრაინის ადგილი NATO-შია, მისი კანონიერი ადგილი. არ გვინდა, მოძველებულმა ილუზიებმა, რომლებიც აქამდე ჩვენს ალიანსში გაწევრიანებას აფერხებდა, კვლავ დააკარგვინოს დრო უკრაინას და ჩვენს პარტნიორებს.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს.