ზელენსკი: უკრაინული და ქართული მიწების სრული დეოკუპაცია მსოფლიოში მშვიდობას დააბრუნებს

რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ქართველ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას, მტკიცედ მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მხოლოდ უკრაინული და ქართული მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლის დასჯა და მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააბრუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში და მსოფლიოში

წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.