
წინააღმდეგობის სამი წელი. მადლიერების სამი წელი. უკრაინელების აბსოლუტური გმირობის სამი წელი. ვამაყობ უკრაინით! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს და მხარს უჭერს მას. ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს. მარადიული იყოს ყველა იმ ადამიანის ხსოვნა, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის.
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წელი გავიდა.