შეუძლებელია დაივიწყო, გაიგო და განსაკუთრებით, აპატიო გენოციდის საშინელი დანაშაული, რაც უკრაინელმა ხალხმა 20-ე საუკუნეში განიცადა. ტრაგედია, რომელიც დღეს გვატირებს და გვაჩუმებს მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს. ეს არის უკრაინული ტკივილის ხმა. მადლობას ვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც აირჩია სამართლიანობა და აღიარა ის, როგორც განზრახ დანაშაული ხალხის, ისტორიის, უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ისტორიული პასუხისმგებლობის დრო მკვლელებისთვის და მათთვის, ვინც მკვლელების მიმდევრობა აირჩია. რუსული ბოროტება უნდა დაისაჯოს, უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა არ გაქრება, უკრაინა შეინარჩუნებს საკუთარ თავს, სიმართლეს და სამართლიანობას.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.