უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს თურქეთს ეწვევა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლიდერები მიმდინარე ომს, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.
რუსეთმა ივლისში დატოვა შეთანხმება, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა თავის პორტებში მარცვლეული უსაფრთხოდ გადაეტანა. ანკარა ცდილობს, რომ მოსკოვი შეთანხმებაში დააბრუნოს, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ დაინტერესებული არაა.
NATO-ს წევრ თურქეთს უკრაინასა და რუსეთთან საზღვაო საზღვარი აქვს. ანკარამ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი, თუმცა ამავე დროს, რუსეთისთვის სანქციების დადებას ეწინააღმდეგება.