მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, რომელიც საბრძოლო მოვალეობას ასრულებს. წლის დასაწყისიდან დღემდე, 359 Shahed-ის დრონი ჩამოაგდეს. ჩვენი ცის დამცველების სიზუსტე, თითოეული პარტნიორის მხარდაჭერა ცის თავდაცვის თვალსაზრისით, პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლეს გადაარჩენს. ვმუშაობთ მობილური საცეცხლე ჯგუფების ეფექტურობის გაზრდაზე. ეს წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.