ეს იყო ისკანდერის ორი რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგ. სამხედრო ცნობით, ისინი კრივი რიჰის მიმართულებით, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან, ჯანკოეს რაიონიდან გაუშვეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებისთვის, უკრაინელებისთვის, ჩვენი ბავშვების ნორმალური ცხოვრების დაცვისთვის საჭიროა, ჩვენს სამხედროებს შორს მოქმედი იარაღი და საკმარისი საშუალებები ჰქონდეთ ტერორისტების გასანადგურებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს მთელი მსოფლიო, ყველა ადამიანის კოლექტიური სიძლიერე საკმარისია ბოროტების დასაძლევად.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
გუშინ რუსეთმა უკრაინის ქალაქი კრივი რიჰი დაბომბა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 43 კი დაშავდა.