მსოფლიოს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ნებისმიერი რაკეტის, Shahed-ის ტიპის დრონის და ტერორის შესაჩერებლად. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ აღადგინონ ნამდვილი და ხანგრძლივი უსაფრთხოება.უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსული ტერორი, დაიცვას საკუთარი სიცოცხლე, მთელი ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების სიცოცხლე ბოროტების გავრცელებისგან. ამიტომ, პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება, მხარდაჭერის გაჭიანურებით უფრო მეტი სიცოცხლე და უფრო მეტი სახლი ნადგურდება.მადლობელი ვარ ყველასი მსოფლიოში, ვინც ნამდვილად გვეხმარება ტერორისგან თავდაცვაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ძალისხმევას არ იშურებს, რომ ბოროტებამ არ გაიმარჯვოს.
წერს სოციალურ ქსელში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.