ყველა დარტყმაზე ვუპასუხებთ რუს ტერორისტებს. ტერორი არასდროს იმარჯვებს ხალხის წინააღმდეგ თამაშში. მსოფლიოსთვის გადამწყვეტია, რომ ბოლო ტერორისტულ აქტზე რეაგირება მოახდინოს. ბევრმა ლიდერმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინასა და უკრაინელებს და მადლობერი ვარ თითოეული მათგანის, განსაკუთრებით მათი, ვინც ჩვენს ქვეყანას საჰაერო თავდაცვაში დაეხმარა. გავაგრძელებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და მუშაობას, რომ ომი ამ ნაძირალას [პუტინს] დაუბრუნდეს სახლში - რუსეთში, საიდანაც ის მოვიდა.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.