უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ზელენსკის თქმით, ბრიტანეთის პრემიერთან უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და შემდგომი თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
"დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე უკრაინის შესაძლებლობების გასაფართოებლად.
მე ხაზი გავუსვი რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთი აძლიერებს რაკეტების წარმოებას დასავლური კომპონენტების გამოყენებით", - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი.