ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე: უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა

ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე: უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების სამომავლო შეხვედრაზე უკრაინას არანაირი ინფორმაცია ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უკრაინა ამ შეხვედრის მონაწილე არ იქნება. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე, უშედეგოდ მიიჩნევს.

ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენ შესახებ, რომელიც ჩვენ გარეშე შედგა. ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ხვალ, 18 თებერვალს საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინაში 2022 წლიდან მიმდინარე ომს განიხილავენ.