ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა, ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარი საკითხია დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალ წელსაც საკმარისი იქნება. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელიც ამ საკითხს განიხილავს ისევე, როგორც ჩვენ. რუსეთს უნდა გაეგზავნოს სიგნალი, რომ რაც არ უნდა გააკეთონ მათ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.