ზელენსკი: რუსეთის ინტერესებშია ომის გაღვივება ახლო აღმოსავლეთში

ხელმისაწვდომ, ძალიან მკაფიო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთის ინტერესებშია ომის გაღვივება ახლო აღმოსავლეთში, რომ შეიქმნას ტკივილისა და ტანჯვის ახალი წყარო, რომელიც შეასუსტებს გლობალურ ერთობას, შექმნის განხეთქილებას და დაეხმარება რუსეთს, ძირი გამოუთხაროს თავისუფლებას ევროპაში. ვხედავთ, თუ როგორ ღიად უჭერენ მხარს მოსკოვის ირანელი მოკავშირეები მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს. ეს ყველაფერი გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. წარსული მსოფლიო ომები ხშირად ლოკალიზებული აგრესიებით იყო გაღვივებული.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.