უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინას კი ამას არ დაუშვებს.
ამის შესახებ მან ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთან შეხვედრისას განაცხადა.
"ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გაყინვის უფლებას. ნუ მისცემთ რუსეთს საშუალებას, მოემზადოს ძლიერი შეტევისთვის. ნუ მისცემთ მათ ამის უფლებას. ნუ მისცემთ რუსეთს უფლებას, კვლავ გაძლიერდეს. თუ ომი გაიყინება, დროთა განმავლობაში სანქციები შესუსტებას დაიწყებს.
რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი ამას არ დაუშვებს. აუცილებელია, სხვადასხვა სახელმწიფოს საზოგადოებების კონსოლიდაცია, რათა უკრაინის გეგმები მისი პარტნიორების მიზნებსა და შესაძლებლობებს ემთხვეოდეს", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ლატვიაში დღეს ჩავიდა, სადაც ლატვიელ კოლეგასთან მოლაპარაკებები გამართა. მანამდე ის ესტონეთში იმყოფებოდა.