ზელენსკი: რუსეთი ყოველ ათწლეულში ახალ ომს იწყებს, მოლდოვას, საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია

რუსეთი ყოველ ათწლეულში ახალ ომს იწყებს. მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელარუსი, ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.