
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრებას გადაწყვეტს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც მასში მონაწილეობაზე მზაობას გამოთქვამს.
აღნიშნული განცხადება ერდოღანმა ჰააგაში, NATO-ს სამიტზე დონალდ ტრამპთან გამართული საუბრის შემდეგ გააკეთა.
"მან თქვა: "თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ან ანკარაში ჩამოვა გადაწყვეტილების მოსაძებნად, მაშინ მეც მოვალ", - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი ორივე ლიდერთან საჭირო კონტაქტებს დაამყარებს, რათა შესაძლებელი გახდეს მათ შორის შეხვედრის ორგანიზება.