კუპიანსკი. ქალაქის ცენტრი, ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი. ტერორისტი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ ბოლომდე გაგვანადგუროს. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი. აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით ხოცავს უკრაინელებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ერთი წამითაც დავივიწყოთ. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ!
ამ დროისთვის ცნობილია მუზეუმის გარდაცვლილი თანამშრომლისა და ათი დაშავებულის შესახებ. ჯერ კიდევ არის ხალხი ნანგრევების ქვეშ. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ჩართულია ყველა საჭირო სერვისი.
მარადიული ხსოვნა გარდაცვლილებს და სამძიმარი ახლობლებს. ყველა, ვინც დამნაშავეა ამ ომის დანაშაულებში, აუცილებლად პასუხს აგებს.
წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
დღეს რუსულმა ძალებმა კუპიანსკიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა მუზეუმს მოხვდა. არსებული ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.