უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"მე ჩავედი ბუქარესტში პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან მოსალაპარაკებლად და ჩვენი მეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად", - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი.
"უკრაინა მადლიერია რუმინეთის მხარდაჭერისთვის, რომელიც აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს... რუმინეთი ჩვენი მეგობარია, რომელიც ყველაზე ბნელ დღეს დაგვეხმარა და რომლის მხარდაჭერაც დროთა განმავლობაში ძლიერდება", - აღნიშნა მან.