ზელენსკი: ყველამ, ვისაც მსოფლიოში ტერორი და სიკვდილი მოაქვს, პასუხი უნდა აგოს

როდესაც ასეთი თავდასხმები ხდება, ყველა, ვისთვისაც სიცოცხლე ღირებულებაა, ერთიანი უნდა იყოს. უკრაინაში ჩვენ განსაკუთრებით თანავუგრძნობთ იმას, რაც [ისრაელში] მოხდა. ათასობით რაკეტა ისრაელის ცაზე, ქუჩაში დახოცილი ხალხი, მშვიდობიანი ადამიანებით სავსე დაცხრილული მანქანები, ტყვეები, ეს ყველაფერი ტერორმა, სამწუხაროდ, ქალაქებსა და სოფლებშიც მოიტანა. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია - ყველამ, ვისაც მსოფლიოში ტერორი და სიკვდილი მოაქვს, პასუხი უნდა აგოს.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.