ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან დავდეთ, უკვე სრულდება, უპირველეს ყოვლისა, ეს F-16-ებს ეხება. ამოცანები აშკარაა. საერთაშორისო გუნდისთვის ეს არის სასწავლო მისიების მაქსიმალურად გაფართოება. სამხედროებისთვის ეს არის ინფრასტურუქტურის მომზადების მაქსიმალურად აჩქარება. პილოტებისა და ინჟინრების გაგზავნა უკრაინის სრული მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. საუბარია იმ მომენტის მოახლოებაზე, როდესაც F-16-ები დაგვეხმარება რუსი ტერორისტების მოშორებაში. ჩვენ ასევე ვამზადებთ ჩვენს ახალ საერთაშორისო ღონისძიებებს შემოდგომისთვის, ახალ ნაბიჯებს პარტნიორებთან ურთიერთობაში, რამაც უნდა გააძლიეროს უკრაინა.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.