ჩვენს ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით მტერმა უნდა იცოდეს, უკრაინა არ აპატიებს შეურაცხყოფას ჩვენი ხალხის მიმართ. ჩვენ არ ვაპატიებთ ამ სიკვდილსა და დაზიანებას. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მებრძოლს, ვინც მტერს საპასუხო დარტყმას აყენებს. ვინც არკვევს პოზიციებს, საიდანაც ჩვენი ქალაქები იბომბება, ეს ყოველი განადგურებული პოზიცია ჩვენი რამდენიმე სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.